მოგესალმებით Friends.Ge - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
11 Dec 2017
(ON) The End
უარი ეთქვას!
უარი ეთქვას! გალაკტიონ ტაბიძის განცხადება საქართველოს განათლების კომისარს: ”რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაცმელობით, უმორჩილესად გთხოვთ,აღძრათ შუამდგომლობა... გამეხსნას კრედიტი... ტანისამოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას. პატივისცემით: გალაკტიონ ტაბიძე, 1924 წლის 24 მარტი” განკარგულება: ”უ ა რ ი ე თ ქ ვ ა ს!” მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო, მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი, პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა, თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ,,ეთქვას უარი!” შენი ვალებით პირთამდე სავსემ, თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი, ჩემგან გაწირულს, თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო თოვლი ირიბი და ალმაცერი. თუ არ გავერთო შენი გაძლებით, თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ,,პოეტო, ანტრე!’’ მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ, შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე! კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა ფუყე დიდებით ჩამოჟამული, _ თუ არ დაყრუვდა შენ წინაშე, თუ არ დაბრმავდა, თუ არ დამუნჯდა, რაა მამული. უარი ეთქვას გ.ტაბიძეს! როგორც წესია: მოკვდავს _ სასახლე, უკვდავს _ ბოსელი; აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, _ შენი პური და შესამოსელი! იარე ახლა ფეხშიშველამ... ,,გზა არის ცხელი...” წითლად გაკვალე მარადისობა... ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის, მისი ეკლებიც უკეთ იცნობა. პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა, თუ არ გიშხუვლო მათრახივით, _ ,,ეთქვას უარი,” მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო, მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი. ...თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა დაფნა, საშენოდ შემორკალული, თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან, თუ გაპატია, რომ უყვარხარ, _ რაა მამული... ელა გოჩიაშვილი
0 სხვა
Statok.net
ვერსია: WAP | Lite | Touch | PC