მოგესალმებით Friends.Ge - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
15 Sep 2020
(ON) გიო^
ხათაბალა...
დადგა შემოდგომა მოვლენების გადაფასების გაანალიზების & ლოგიკური სწორი არჩევანის გაკეთების მომენტი... ვინ უნდა აირჩიოს ქართველობამ უკვე შესახედავად გამძღარი, მაგრამ სულიერად გაუმაძღარი მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნავი წარმომადგენლობა, რომლებმაც ცალკეული სიტყვებც კი შეგვაძულეს & მათ დაუკარგეს სახასიათო მნიშვნელობა... თუ მეორე ნაკადი საკმაოდ დიდი არჩევანის შესაძლებლობა, რევანშის მოიმედე თავიანთი ბედით გაუკუღმართებით შეჭირვებული ოპოზიციის წარმომადგენლები , რომლებმაც იძულებით ერთიანობასაც ვერ მიაღწიეს & არჩევნებამდე საკმაოდ მეტადრე სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებში გადანაწილდნენ... უმეტესობა იქ სადაც სარგებელი დიდია, აბა უსარგებლო რაიმე არავის აინტერესებს თუკი ანგარება არ უძღვის წინ ასეთ საქციელს...ეს მოსალოდნელიცაა შედეგი ერთია ყოველთვის სიტყვა არი დაპირისპირებაც მაგრამ, როგორც ყოველთვის სიტყვას საქმე არ მოყვება... ესაა მწარე რეალობა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით შედეგი ყოველთვის გვტოვებს გულგრილს რაც მარგინალური ქმედების ფონზე არი გამოწვეული...მე დღეს ვერ მოვიაზრებ პარტიულ სპექტრში ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც რაიმე პოზიტიურს გააკეთებს ჩვენი ჩაგრული ქვეყნის სასიკეთოდ ... ამდენი შეუსაბამობის ფონზე უმეცრებად გადავიქეცით... სლოგანები აქვთ იცოცხლეთ განსაკუთრებით გამოვარჩევ შემდეგს: " ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" მოდი ეხლა & არ გაჯავრდე ერთობა & ერთიანობა რაღა მხოლოდ სიტყვიერი ფორმით ვლინდება & მეორეც განა 9 წელი დროული წარმატებისთვის არ კმაროდა მხოლოდ წარუმატებლობის რომ ერგო წილად ქართველობას?! სამუდამო არაფერია ყოველი წამი კი გადამწყვეტია შესაბამისად თუკი ერთი შეხედვით უმნიშვნელო,მაგრამ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოვლენა მნიშვნელობას იძენს, რატომ არ აქვს წლებს ის შედეგი რასაც მისგან მოველით?! რატომ ხდება,რომ პროგრესის მაგივრად რეგრესს განვიცდით?!_ ალბათ იმიტომ რომ საჭირო დროს საჭირო არჩევანის გაკეთების უნარიც არ გვაქ წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ერთი & იგივე მოცემულობა იმედგაცრუება არ იქნებოდა ჩვენი ცხოვრების სახასიათო ფაქტორი...
0 სხვა
10 Sep 2020
(ON) ჰერმესი
სამარჩიელო
***სამარჩიელო***

როგორ თუ არაფერი?!

ზღვებს ხომ ვხნავდი, ქვიშას ხომ ვთესდი,

წყალი ხომ ვნაყე.

ხორბლის მარცვალი ამიზიდავს მთაზე, ახლა კი,

ვზივარ აგერ და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:

ალისასა - მალისასა,

უხილავის მალვისა,

- ჩემი გულის ცეცხლი ქვასა,

დაყივლებას მამლისა.

ზღვასაც ვხნავ და ქვიშას ვთესავ,

ზენა ქარზე ცულსაც ვლესავ,

გულო, შენ ვერ გაგიმკლავდი,

გულო, ჩადექ საგულესა!

იქით მდინარეს ხორგი მიაქვს დაბლა, სოფლისკენ,

აქეთაც მგზავრი გამოჩნდება მთას მიმავალი,

აღარც წყალს ვატან გულის ნადებს,

აღარც კაცს ვუმხელ.

ვზივარ ჩემთვის და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:

ალისასა - მალისასა,

ჩემი გულის ცეცხლი ქვასა...

0 სხვა

ვერსია: WAP | Lite | Touch | PC