Gacnoba - გაცნობა
მოგესალმებით Friends.Ge - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
gushin 05:46
(ON)

არ გაგიკვირდეთ, თუ კი ერთ დღეს უკვალოდ გავქრი,

ცხოვრების რითმი აირია, გზებიდან ავცდი,

ათასგზის ვცადე ბილიკების გათანაბრება,

მაგრამ ვერ შევძელ ამ ცხოვრების რითმზე აყოლა.

თუკი ოდესმე, გაიხსენეთ ჩემი თვალები,

ღრმად ნუ ჩახედავთ, რადგან მასში ტკივილებია,

არ დამედევნოთ, ნუ დამიწყებთ შინ დაბრუნებას.

ჩემი ადგილი თვითონ შევქმენ და იქ დავსახლდი.

გულის ტკივილებს ვერ გაუძელ,რკინად ვერ ვიქეც,

ვერც სიმარტოვეს დავემონე ბედად რაც მერგო,

ფრთა მოტეხილმა ვერ შევძელი ცაში აფრენა,

ღრუბლებში სადღაც გაიფანტა ყველა ოცნება.

აქ მარტო არ ვარ, ჩემნაირი ბევრნი არიან,

ვინც ვერ გაუძლო ცხოვრებისგან ლახვარის ჩარტყმას,

ყველას ტკივილი ერთი გვაქვს, უკეთ გაუგეთ,

და ამიტომაც არ ვაპირებ შინ დაბრუნებას.
0 სხვა
14 Feb 2020
(ON)

მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს, აავსეთ თასი,

თვალებციმციმას, საფერებელს ნათელს და მზიანს,

ცრემლივით წმინდას, არაფერი რომ არ აქვს ფარსი,

ისეთ სიყვარულს, წუთისოფლის მადლი რომ ჰქვია.

ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს, გრძნობებს რომ შველის,

გაღიმილებად რომ მოჰყვება ღამეს გატეხილს,

ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს გონჯსაც რომ შვენის,

ქარიშხალებად, ხმაურებად სულში ატეხილს.

ყველამ შეავსეთ სასმისები, მაღლა ასწიეთ,

ალავერდები ყველა წყვილებს, გწყალობდეთ ბედი,

თუ გიყვარს დაბლა არ ჩამოსვათ, ხელში არწიეთ,

და თუ უყვარხარ, დალოცვილო დახარე ქედი.

ეს გაუმარჯოს სიყვარულის ასახსნელ ენას,

მეტყველ დუმილებს და თვალებით წაკითხულ სათქმელს,

ფეხზე დაკიდულ აბდაუბდა ლექსების წერას,

სიცოცხლის ფასად საიდუმლოს არასდროს გამთქმელს.

ეს გაუმარჯოს იმ სიყვარულს, სულ რომ სურნელობს,

ძლიერ მკლავებში შეფარებულ სატრფოს შექებას,

ბავშვივით კეკლუცს, ხან რომ ბრაზობს, ხან რომ სულელობს,

და ალიონზე თბილ სუნთქვასთან სუნთქვის შეხებას.

მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს და იმის გამჩენს,

არც რა გვქონია ამ წყალობის ტოლი და მსგავსი,

ალავერს ვაწვდი, სიყვარული გვეტყვის დანარჩენს.

ფეხზე ადექით ბატონებო, შეუვსეთ თასი.
0 სხვა
13 Feb 2020
(ON) BLACK
უნდა წაიკითხოთ !პასუხი ნაწილი 3

დიახ, უფალი გახლავარ –

მისი ბაგიდან აღმოხდა;

ირგვლივ მზესავით განათდა,

ვერ გავიაზრე, რა მოხდა;

მუხლთ დავიჩოქე ცოდვილმა,

ცრემლები წამსკდა სიმწრისა -

მე რა ღირსი ვარ უფალო,

შენი დიდების ხილვისა?!

ხელი დამადო მხარზე და

ტანთ დამიარა ცეცხლივით;

მისი სახე და სამოსი

თეთრად ბრწყინავდა ვერცხლივით;

მართალი თქვიო, ასეა,

ყველასთან ასე დავდივარ,

რადგან თქვენს გამო, ცოდვილნო,

ყოველდღე ჯვარზე ავდივარ;

ხან ქუჩაში ვარ მათხოვრად

თქვენგან წყალობის მთხოვნელი;

ხან სნეული ვარ საბრალო

და მნახველს იქაც მოველი;

ხან ციხეში ვარ პატიმრად,

დღე მაქვს უმზეო, დღე ბნელი;

ხან კი კარდაკარ დავდივარ,

თავშესაფარის მძებნელი;

მე კი არ მინდა წყალობა,

თქვენთვის ვირჯები სრულებით,

რათა არ წარწყმდეთ უჩემოდ,

ეშმაკს არ მისცეთ სულები;

სათნოებას და სიკეთეს

ვეძებ უმცირესს ყოველსა,

რადგან უზომოდ მიყვარხართ,

თქვენ ღმერთს და მამა მშობელსა;

ხან განსაცდელებს გიგზავნით,

რათა არ აყვეთ საცდურებს;

ხან ვცდილობ სნეულებებით

გარიდოთ ვნებებს მაცდურებს;

ეჰ, საზრუნავი ბევრი მაქვს,

განა მოცლილი როდი ვარ,

მაგრამ რადგან არ გახსოვართ,

თქვენთან ამ გზებით მოვდივარ;

გადაეციო სუყველას,

ამჟამად რაც კი გითხარი;

მერე კი გაქრა უეცრად,

ხილვა იყო თუ სიზმარი;

მე კი ღმერთსა ვთხოვ შენდობას,

ამ ამბის თქვენთვის მთხრობელი!

წუხელ უფალი მეწვია –

უფალი ყოვლისმყრობელი...
0 სხვა

ვერსია: WAP | Lite | Touch | PC