Gacnoba - გაცნობა
მოგესალმებით Friends.Ge - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
16 Oct 2019
(ON)
აღიარება ხელისგულზე
-რატომ არ მელაპარაკები? - მკითხა და ლოყაზე მომეფერა.

-მივეჩვიე, რომ ყველაფერს თავად, სიჩუმეში უნდა გავუმკლავდე.

-მაშინ მე შენს სიჩუმეს ყურადღებით მოვუსმენ და ვეცდები, მდუმარებაში სიტყვები გავარჩიო.

-და შენ? რატომ არასდროს არ მეუბნები რომ გიყვარვარ?

-შენ ხომ ისედაც გრძნობ?

-ვგრძნობ.

-ხედავ, რომ ყოველდღე შენზე ვზრუნავ?

-ვხედავ და საპასუხოდ არც მე გაკლებ მზრუნველობას.

-ამჩნევ, როგორ გიყურებ?

-ისე თითქოს გეშინია, რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ და შესაძლოა, ერთ დღეს გავქრე.

-როგორ გელაპარაკები?

-შენი ხმა რბილი და თბილია. თითქოს, ფრაზებით მეფერები.

-მაშინ, რაში გჭირდება ეს გაცვეთილი სიტყვა ,,მიყვარხარ?"

-მხოლოდ დანახვა ან მხოლოდ მოსმენა საკმარისი რომ იყოს, ყური გვექნებოდა ან თვალი, მაგრამ ჩვენ ორივე გვაქვს.

-შენამდე ბევრი ქალი მოვატყუე, მიყვარხარ-მეთქი, ნამდვილად გინდა ამის მოსმენა? - გულახდილად მიპასუხა. თავი დავხარე. ფრჩხილით ნუნას დავუწყე წვალება. სიხარული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამიტაცა, გაფუჭებული ,,პარაშუტი" აღმოჩნდა, არ გაიხსნა და თავისუფალი ვარდნა მტკივნეულად დავასრულე.

აი, დავბრუნდი რეალობაში! ხომ სისულელეა წარსულზე ეჭვიანობა, მაგრამ მაინც ვერ მოვერიე თავს. ვიღაც ბოზებთან გაფანტა სიტყვები, წინადადებებს მნიშვნელობები გამოაცალა და ჩემთან თითქმის ცარიელი მოვიდა. ადგომა ვცადე, მაგრამ დამიჭირა და ჩემი ხელისგული ტუჩებთან მიიტანა.

-სხეული ენაზე უკეთესად მეტყველებს. - მითხრა და ხელისგულზე მაკოცა. - ხელისგულზე შენ გარდა არავისთვის მიკოცნია. - ჩამჩურჩულა.
0 სხვა

ვერსია: WAP | Lite | Touch | PC