რეგიტრაცია
საიტის სამომხმარებლო წესები
ადმინისტრაციის ყველა წევრი ვალდებულია:
1). დაემორჩილოს სამომხმარებლო, ადმინისტრაციის და ზოგად წესებს.
2). დაემორჩილოს და არ შეეწინააღმდეგოს საიტის მფლობელს.
3). იყოს ადეკვატურად მკაცრი და ლმობიერი ამავდროულად სამართლიანი. არ მიემხროს დაპირისპირებული მხარეებიდან რომელიმეს პირადი სიმპათიის გამო ან არ დაუპირისპირდეს ანტიპატიის გამო.
4). დაიცვას საიტზე წესრიგი, აღმოფხვრას და შესაბამისად იმოქმედოს დარღვევაზე.
5). მოაგვაროს მომხმარებელთა შორის წამოჭრილი კონფლიქტები და არ შეუწყოს ხელი მის გაღრმავებას.
6). უპასუხოს მომხმარებლებს (განსაკუთრებით ახალს) საიტთან დაკავშირებულ კითხვებზე და გაარკვიოს საიტის ფუნქციებში.
7). არ შევიდეს კონფლიქტში ადმინისტრაციის სხვა წევრებთან, ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა მათთან.
8). არ დაემუქროს მომხმარებლებს და არ გამოიყენოს სტატუსი როგორც პრივილეგია. ადმინისტრატორობა მოვალეობაა და არა პრივილეგია!
9). მოახსენოს საიტის მფლობელს ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა სახის დარღვევების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
10). მისცეს პირადი შენიშვნები და რეკომენდაციები სხვა ადმინისტრატორს მხოლოდ პირად ფოსტაში ან პარლამენტში.
11). აკრძალულია უცენზურო, რეკლამის, შეურაცხყოფის ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე ფოტოების მოდერაცია.
12). ადმინისტრატორს ეკრძალება კონკურენტ საიტზე მსგავსი ან რაიმე სახის ანალოგიური სტატუსის ფლობა.
13). დაიცვას პარლამენტში განხილული თემების ან ადმინისტრაციის შიდა საკითხების კონფიდენციალობა.
14). დაბლოკოს რეკლამის შემცველი სტატუსის, ფოტოს, მეტსახელის ან სხვა სახის მქონე ნებისმიერი მომხმარებელი. ადმინისტრაციაში ასეთი მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია საიტის მფლობელს ამის შესახებ.
15). დაასუფთაოს ჭორბიურო 500 გზავნილის დაგროვების შემდეგ და უზრუნველყოს წესრიგი ჭორბიუროში.
აღნიშნული და სხვა ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ ადმინისტრატორს ჩამოერთმევა სტატუსი!!!